გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ბახმაროში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტენსიური თოვა და თოვლის საფარის მატებაა მოსალოდნელი.
“არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღე უნალექოდ ჩაივლის.ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +12, +14 გრადუსია მოსალოდნელი, მთებში დაახლოებით +10, +12 გრადუსი, მაღალ მთაში +7, +9 გრადუსი სითბო.
ხვალ, შედარებით მშრალი ამინდი შენარჩუნდება დღის პირველ ნახევრამდე. დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება უმეტეს რაიონში. იწვიმებს 3 თებერვლის დილამდე. მთიან რაიონებში შესაძლებელია თოვლში გადაიზარდოს. ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი 2 თებერვლავს ბახმაროს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს თანდათანობით. 1 თებერვალს +3, +4 გრადუსით, 2 თებერვალს, დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია +5, +7 გრადუსი, +1, +2 გრადუსი მთაში და 0, -2 გრადუსი მაღალ მთაში. როცა თოვს ძაან არ ცივდება. ხოლო 3 თებერვლის დილის საათებში უკვე შესაძლებელია გამოიდაროს. ტემპერატურა მოიმატებს 2 გრადუსით. დაახლოებით 10 გრადუსამდე. უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება 4-5 თებერვალსაც. კვირის ბოლოს კვლავ მოსალოდნელია წვიმა და მაღალ მთაში თოვლი. ღამით ტემპერატურა დაიკლებს დაბლობ რაიონებში 0-იდან -2 გრადუსამდე”,_ ამბობს გვაზავა.