მაშველები და ექიმები: გცივა? მკლავი გაუხსენით… გცივა? ცოტა ხმადაბლა მეგობრებო, ასე არაფერი გამოვა. გაჩერდით.. ნება მომეცი შენს მკლავს შევხედო.. შენ ძალიან ტკბილი და საოცრად ლამაზი ხარ.. კანკალებს , სცივა.. მალე გათბები ჩემო პატარა… კარგი? წყალი ხომ არ გინდა? რაღაც გვინდა რომ გკითხოთ…
5 წლის ჰაზალი: არა, ჯერ ხომ უნდა გამსინჯოთ
მაშველები და ექიმები: ჩვენო საყვარელო გოგო..როგორი ყოჩაღი ხარ.. ახლა მე შრატს გაგიკეთებ კარგი? ეს დაგეხმარება, რომ მოძლიერდე. რამდენი წლის ხარ? შეგიძლია გვითხრა ან გვაჩვენო? აბა შემომხედე…
5 წლის ჰაზალი: 5 წლის ვარ
მაშველები და ექიმები: სკოლაში დადიხარ? როგორი ყოჩაღი გოგო ხარ.
5 წლის ჰაზალი: 5 წლის ვარ და სკოლაში ჯერ არ შევსულვარ.
მაშველები: მაგრამ მალე დაიწყებ სკოლაში სიარულს. შემომხედე აბა, აქ რა არის? ხედავ ამას? თვლა იცი?. აბა შეხედე, რამდენი თითია აქ?
5 წლის ჰაზალი: ორი, ახლა უკვე ოთხი
მაშველები და ექიმები: შენ რა ყოჩაღი გოგო ხარ, ჯერ სკოლაში არ დადიხარ და თვლა რა კარგად გცოდნია. შეგიძლია ხელი ასწიო? მუშტის შეკვრა შეგიძლია?
5 წლის ჰაზალი: ხელის აწევა არ შემიძლია ახლა
მაშველები და ექიმები: მოდი ვცადოთ აბა, ასწიე ხელი და მუშტი შეკარი. რა ლამაზი ხელები გაქვს და როგორი ყოჩაღი გოგო ხარ. შენი პატარა ფეხები უკვე ნელ-ნელა თბება. არ იმოძრაო. მკლავი გტკივა?
5 წლის ჰაზალი: არა, მკლავი არ მტკივა.
პ.ს 5 წლის ჰაზალი და მისი დედიკო ბეთული, 72 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ცოცხლები ამოიყვანეს, _ წერს სოციალურ ქსელში საგარეო საქმეტა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ბელა გომურაშვილი.