ნიუ-იორკში, მანჰეტენზე შენობა ჩამოინგრა. ქალაქის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ CBS იტყობინება.
ადგილზე მაშველები იმყოფებიან.
ადგილობრივების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კადრები გვიჩვენებს, რომ ათეულობით ავტომობილის სადგომი სტრუქტურა ჩამოინგრა. ზოგიერთი თვითმხილველის თქმით, მანამდე მათ აფეთქების მსგავსი ხმა გაიგეს.
ამასთან, ადგილზე მყოფი მეხანძრეები აცხადებენ, რომ აფეთქება არ მომხდარა.