საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ისაუბრა:
„როდესაც დაგაბრალებენ, რომ ხარ სპილო, უნდა შექმნა კომისია და დაამტკიცო, რომ არ ხარ სპილო – აი, ეს არის მიდგომა. კიდევ ერთხელ, პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობასთან გვაქვს საქმე.
ამ ხალხის, ოპოზიციის მიზანია, ხელისუფლებაში მოსვლა და როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში მოუშვას ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც იმხელა გაგება არა აქვთ სახელმწიფოებრიობის, რომ როდესაც შენი ქვეყნის მართლმსაჯულების წინააღმდეგ პრეტენზიებს აყენებენ, მინიმუმ ხომ უნდა იკითხონ, ამის უკან არის თუ არა მტკიცებულებები.
„ქართული ოცნება” ხომ ხედავენ, რომ ამ პრეტენზიას აყენებს და ამ კითხვას სვამს – სად არის მტკიცებულებები, რომელიმე ოპოზიციონერისგან მოგისმენიათ 1 კითხვა მაინც აშშ–ის წარმომადგენლის მიმართ რომ სად არის მტკიცებულებები?” – განაცხადა პაპუაშვილმა.