ქობულეთის “სანდასუფთავების” სამსახურის ბუღალტერი თანამშრომლების კუთვნილ ანაზღაურებას საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდა,_ ინფორმაციას tv 25 ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფაქტს ქობულეთის მერიაში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ თინათინ კონცელიძე უკვე გათავისუფლებულია და პასუხისგებაშია მიცემული. საერთო ჯამში, საჯარო მოხელემ 20 ათას ლარზე მეტი მიითვისა.
“საჯარო მოხელემ თანხების საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა აღიარა და მიმდინარეობს გამოძიება, თავად დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ,” – გვითხრეს ქობულეთის მერიის პრესსამსახურში.
TV25.GE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, თინათინ კონცელიძემ სეზონურად, დროებით, ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების ანაზღაურებას რიცხავდა საკუთარ ანგარიშზე. საქმე ისაა, რომ ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ, საჯარო მოხელე ბიუჯეტის ფულს ითვისებდა.