ლაშა ტალახაძე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია.
მან საუდის არაბეთის მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
აკვრაში მისი შედეგი 245 და 253 კგ. იყო, ორჭიდის ჯამში კი ლაშა ტალახაძემ 473 კგ დაძლია. იგი შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ამასთან, ტალახაძემ ატაცში 208 / 215 / 220 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.