საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ტურნირზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს ლაშა ბექაურმა (90კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100კგ).
ტურნირს პირველივე დაპირისპირებაში გამოემშვიდობა მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ).
რაც შეეხებათ ილია სულამანიძეს (100კგ) და მძიმეწონოსან სოფიო სომხიშვილს პირველი შეხვედრები ჯერ არ ჩაუტარებიათ.