ქალთა საფეხბურთო კლუბი “ლანჩხუთი” საქართველოს ჩემპიონია. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩხოროწყუს ,,სამეგრელო” სტუმრად 0:3 დაამარცხეს და ამ გამარჯვებით საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ.
პირველი გოლი “სამეგრელოს” კარში მატჩის მეოთხე წუთზე ლელა ჭიჭინაძემ გაიტანა.
მეორე გოლის ავტორი მატჩის 33-ე წუთზე სოფიკო ნარსია გახდა, მესამე გოლი კი ეთერ სულაშვილმა მატჩის 44-ე წუთზე გაიტანა..