ისრაელის თავდაცვის ძალების( IDF )ცნობით, ჰეზბოლამ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო ერთ საათში 25 რაკეტა და 3 შაჰედის ტიპის დრონი გაუშვა.
უწყების ინფორმაციით, რამდენიმე რაკეტა რკინის გუმბათმა მოიგერია, ზოგი კი ღია დაუსახლებელი ადგილებში ჩამოვარდა.
IDF ინფორმაციით ჰეზბოლამ, ასევე სამი შაჰედის ტიპის დრონი გაუშვა. დრონები ისრაელი-ლიბანის საზღვართან ისრაელის თავდაცვის ძალების პოსტზე ჩამოვარდა. ისრაელის მხარის ცნობით, აღნიშნული თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა და გამშვებ ადგილებზე საარტილერიო დაბომბვით პასუხობს.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, რამდენიმე დღის წინ ისრაელის დაზვერვამ გამოააშკარავა ჰეზბოლას ერთ-ერთი დაჯგუფება, რომელიც ლიბანური სოფელი მარვაჰინიდან ისრაელის მიწაზე ანტისატანკო სარაკეტო თავდასხმას გეგმავდა.
IDF აცხადებს, რომ საბრძოლო ვერტმფრენებმა და ტანკებმა დაარტყეს ჰეზბოლას სხვა ობიექტებს სამხრეთ ლიბანში განმეორებითი თავდასხმების საპასუხოდ.
ავტორი