„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმედს გამოთქვამს, რომ ადამიანი გადაარჩინა.
“დღეს ადამიანი გადავარჩინე, იმედია, გადარჩა… გაყინული, სიკვდილის პირას მყოფი, ვიპოვე ბარათაშვილზე, ქუჩის სკამზე, “მძინარე” (გათიშული).. სასწრაფომ ბეწვზე მოუსწრო, თავიდან იმათაც კი მკვდარი ეგონათ.. ვინაიდან ერთპარტიულ რეჟიმებს უსახლკაროთა სიცოცხლეც ფეხზე ჰკიდიათ… ზამთარში მაინც, აუცილებლად შეაღვიძეთ ხოლმე მძინარე ადამიანები, ქუჩებში… დიდი შანსია, ისინიც სიკვდილის პირას იყვნენ…
p.s. მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, დღემდე არ არსებობს ალკოლიზმისა და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების ღამის სათევი თავშესაფარი.. მხოლოდ ჯანმრთელებისთვისაა, ისიც დიდი ბრძოლით გავახსნევინეთ, ორხევში…”,_ წერს ჩხარტიშვილი.