თბილისელი კოლორიტი, ვახტანგ ცხადაძე ნოდარ დუმბაძის შესახებ ერთ „სახალისო“ ისტორიას ხშირად იხსენებდა.
„ერთხელ, ნოდარ დუმბაძე ძალიან გაპრანჭულ წვეულებაზე მოხვდა: პურმარილი ისეა გაწყობილი, თვალს ვერ მოწყვეტ კაცი, გაქათქათებულ სუფრაზე ძვირფასი ჭურჭელი აწყვია, გადაფუშფუშებული ხელსახოცებია დაფენილი, საუზმეულობა ისეა გაფორმებული, რომ, ნუ იტყვით!
შემოუსხდნენ თურმე სუფრას სტუმრები და, ამ დროს, ვიღაც კაცი შემოვიდა და ისეთი ბენზინის სუნი ასდის მის კოსტიუმს, გააფუჭა განწყობა.
ნოდარმა თურმე ითმინა, ითმინა და, რომ ვეღარ გაუძლო ბენზინის სუნს, მიუბრუნდა იმ კაცს და უთხრა: თუ ძმა ხარ, „დაქოქე“ ახლა ეგ შენი კოსტიუმი და წადი აქედანო“.
ავტორი