ძლიერმა წვიმა ქალაქ ოზურგეთში სერიოზული პრობლემები შექმნა _ სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უცებ მოვარდნილმა ნალექმა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დატბორა.
„ამ ეტაპზე რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება შუქი. ვარკვევთ დეტალებს და ვაკვირდებით ვითარებას“, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა ნინო ბახტაძემ.
ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში რამდენიმე ადგილას კოკისპირული წვიმის შედეგად წარმოშობილი ნიაღვრები ხელს უშლის გადაადგილებას.
მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურის ბრიგადები.