ასოციაცია „გურიას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთელი ნიკა მარკოიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პარამკლავჭიდში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
„ნიკა მარკოიძე მოლდოვაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პარამკლავჭიდში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნიკა, რამდენიმე თვის წინ ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ვულოცავთ ნიკას კარიერაში მნიშვნელოვან წარმატებას! ვამაყობთ შენით, წინ დიდი გზა და დიდი გამარჯვებებია!” – წერია ასოციაცია „გურიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ნიკა ასოციაცი “გურიას” ბენეფიციარი იყო.