ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა ამაღამ ნაწილობრივ შეიზღუდება,_ ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
“ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს. სამონტაჟო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება 4 სექტემბრის 00:00-06:00 საათებში. გზა არ გადაიკეტება ერთდროულად ორივე მიმართულებით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს”,_ აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.