ებრაელი მეცნიერების მიერ შექმნილი გამაახალგაზრდავებელი ბალიში ებრძვის ნაოჭებს და არბილებს კანს. ბალიში ადამიანის კანზე ზრუნავს, სანამ მას ძინავს. საიდუმლო მის ქსოვილშია. თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიები მას სასარგებლო ნივთიერებებით ავსებს.
ბალიშის პირის ქსოვილი სპილენძის ოქსიდითაა გაჯერებული, რომელიც სახეზე არსებული ნაოჭების რაოდენობას ამცირებს და მათ შემდგომ წარმოქმნას უშლის ხელს. ანტიასაკობრივი ქსოვილი სახეზე არსებულ ანთებებსაც ებრძვის, ჭრილობების შეხორცების პროცესს აჩქარებს და კანის ფერს აუმჯობესებს. სპილენძის ოქსიდისგან დამზადებული ბალიშის პირი ანტიმიკრობული მოქმედების წყალობით უშუალოდ მოქმედებს ნაოჭებსა და სახის სხვა ნაკლოვანებებზე. გარდა ამისა, სპილენძი კოლაგენის სინთეზის ნორმალიზებას ახდენს, რომელიც ახალგაზრდობის ,,ფუნდამენტს’’ წარმოადგენს. შედეგად, კანი მკვრივი და ელასტიური ხდება.
ამასთან, მომხმარებელს კონკრეტულად მისი კანისთვის შესაბამისი ბალიშის შერჩევა შეუძლია. მაგალითად, ბამბის ბალიშის პირები ცხიმიანი კანისთვისაა განკუთვნილი. ასეთი ქსოვილი უკეთესად იწოვს კანის ცხიმს, ვიდრე – გლუვი. მწარმოებელი კომპანია “Cupron”-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სასურველი ეფექტი ცხრა თვეში მიიღწევა. მომხმარებელს არომატის არჩევანიც აქვს, მაგალითად, წყალმცენარეების ექსტაქტებით ან ალოეს წვენით გაჯერებული ქსოვილისგან შეკერილი ბალიშები.
ავტორი