უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 სამხედრო დაიბრუნა. მათ შორის არიან ჯარისკაცები, რომლებიც მარიუპოლსა და “აზოვსტალს” იცავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ჩვენი 95 ადამიანი ისევ სახლშია. ესენი არიან მეომრები, რომლებიც იცავდნენ მარიუპოლსა და “აზოვსტალს”, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის რეგიონებს.
ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა იხსნის თავის ხალხს რუსეთის ტყვეობიდან, ჩვენ ვუახლოვდებით იმ დღეს, როდესაც თავისუფლება დაუბრუნდება ყველას, ვინც ჯერ კიდევ რუსულ ტყვეობაში იმყოფება.
მადლობას ვუხდი იმ გუნდს, რომელიც მონაწილეობს პატიმრების მოძიებასა და გათავისუფლებაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ყველა ჩვენი ადამიანი, რომელიც რუსეთის ხელშია. მადლობელი ვარ მეომრების, რომლებიც ავსებენ გაცვლის ფონდს და ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც გვეხმარება,” – წერს ზელენსკი.