საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს ბრძოლას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე.
საია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს სარჩელით, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას.
“საია მოითხოვს:
ცესკოს მიერ მიღებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას,
არჩევნების შედეგების გაუქმებას,
ხელახალი არჩევნების დანიშვნას.
ხმის მიცემის ფარულობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა დაუშვებელია.
ეს უფლება არის დემოკრატიული პროცესების საფუძველი, ხოლო მისი უგულებელყოფა არღვევს საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას”,_ აცხადებს საია.