2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 20.6%-ით შემცირდა და 2.8 მლრდ დოლარი შეადგინა – აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ფულადი გზავნილები 4.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. „გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, 2024 წელს ფულადი გზავნილები 3.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც წლიურად 17%-იან შემცირება იქნება.
„სებ-ის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 1.5%-ით შემცირდა 281.1 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 1.1%-იანი კლების შემდეგ.
ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+11.5%, მთლიანის 45.9%), აშშ-დან (+20.6%, მთლიანის 18.1%) და ისრაელიდან (+23.1%, მთლიანის 7.5%).
ამასთან, ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-44.5%, მთლიანის 12.2%) და ყაზახეთიდან (-53.8%, მთლიანის 2.7%)“, – აღნიშნულია ანგარიშში.
წყარო: .bpn.ge