“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი და პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, “ქართულ ოცნებას” ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ უშველის და რომ მათ მაინც მოუწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაკარგვა.
“პარტიის თანათავმჯდომარეს ათობით პოლიციელი აკავებდა და ხელიდან გამოვგლიჯეთ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მყავს დაკავებული და დაზიანებული, პარტიის აქტივისტები ნაცემი და დაკავებული, მთავარი არხის მეგობარი ოპერატორი ნაცემი და დაკავებული.
მიუხედავად ამისა, სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები ქოცებს: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით. მაინც მოგიწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაკარგვა,” – წერს ნიკა გვარამია.