გადაუღებელი წვიმისა და მოსული უხვი ნალექის შედეგად სამტრედიის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენები განვითარდა. დაიტბორა ქუჩები და საკარმიდამო ეზოები.
პირველ სართულზე თითქმის ყველგან შევიდა წყალი და დააზიანა იატაკი, კედლები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი.
მოსახლეობა წვიმის გადაღებას და შესაბამისი ორგანოებიდან დახმარებას ითხოვს.
ავტორი