საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დავუწესებთ და ამას რა თქმა უნდა, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან თანამშრომლობით გავაკეთებთ, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, დაუწესებს თუ არა კანადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს.
„ამ შეკითხვას გუშინ ვუპასუხე, რიგაში, სადაც „3+1“ შეხვედრას ვესწრებოდი. მე ვთქვი, რომ ნამდვილად დავუწესებდი სანქციებს თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს საქართველოში და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან მუშაობით გავაკეთებთ“, – აღნიშნა მელანი ჯოლიმ.
წყარო: ipn