“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მან “ქართული ოცნება” დატოვა. ღარიბაშვილი ამ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.
“დღეს, რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დავტოვე „ქართული ოცნება“. ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი – საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გამოიწვიონ ხელოვნური აჟიოტაჟი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”,_ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ღარიბაშვილის სახელით “ქართული ოცნება” ავრცელებს.