„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა _ ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა უმრავლესობას დატოვეს და პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით იმუშავებენ.
ილია ინჯიას თქმით, ბახალ ოპოზიციურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ჩამოაყალიბებენ.
შეგახსენებთ, რომ ილია ინჯია “„ევროპული სოციალისტების“ ლიდერის ფრიდონ ინჯიას ვაჟია.
ლევან ინჯიას თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არ დაუშვან „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება.
„ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ სისტემების ჩამოყალიბებაში“, -თქვა ინჯიამ.