დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუთი აცხადებს, რომ “ოცნება” ევროპულ გზას არ უბრუნდება.
„დემოკრატიული უკუსვლის, თვითნებური დაპატიმრებებისა და მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” არ აჩვენა, რომ ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ ევროპულ გზას და დაიცავენ საკუთარი ამომრჩეველის დემოკრატიულ სურვილებს.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს იზოლაციონისტური ქცევა”,_ აცხადებს დოუთი.
ამას გარდა, სტივენ დოუტიმ საიას მადლობა გადაუხადა ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანი მუშაობისთვის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დემოკრატიის დამცველის ჯილდო მიულოცა.


































































