რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა რომან სტაროვოიტმა, რომელიც პუტინმა თანამდებობიდან 7 ივლისს, დილით, გაუშვა, იმავე დღეს თავი მოიკლა.
სტაროვოიტის ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით, მისსავე ავტომანქანაში იპოვეს _ ძირითადი ვერსია თვითმკვლელობაა.
მასმედიის ინფორმაციით, აღნიშნული იარაღი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილ მინისტრს ჯილდოს სახით გადასცა.































































