“ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს. ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებშიც ცრუ ინფორმაციაა, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. „არატრადიციული ღირებულებების“ დაწესებას, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას”,_ ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის პრესსპიკერი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გამყოფი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შელახვა მხოლოდ მათ ემსახურება, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას.
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ განხორციელებულ პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლო როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში. ის ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ ფიგურას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ პირად თავდასხმებს და იმუშაონ მისი მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის.
ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორია. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე”,_ აცხადებს ევროკავშირის პრესსპიკერი.
































































