BBC– ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა.
აეროპორტის წარმომადგენლის თქმით, EasyJet-ის თვითმფრინავის ფრთა, მეორე თვითმფრინავის ფრთას გამოედო, როდესაც ისინი ასაფრენი ბილიკის მოსატრიალებელ ზონაში იმყოფებოდნენ. მედიის ცნობით, შემთხვევა ბრიტანეთის საზაფხულო დროით 06:30 საათზე მოხდა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავები პარიზსა და გიბრალტარში უნდა გაფრენილიყვნენ.
აეროპორტში ფრენები ხანმოკლე დროით იყო შეჩერებული. უსაფრთხოების შეფასების შემდეგ ფრენები განახლდა. შეფასებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავებმა მცირე დაზიანებები მიიღეს.




























































