https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რას ფიქრობენ პოლიტიკოსები სამთავრობო გუნდში გახორციელებულ ცვლილებებზე

11:08; 29.08.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ახლახან გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

“მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მმართველ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩევლის თანამდებობის დაკავების შესახებ.

სახელმწიფო სამსახურში ჩემი 9-წლიანი საქმიანობა იყო საკმაოდ შრომატევადი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით სავსე. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას. მიხარია, რომ მმართველ გუნდთან ერთად, საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და გაძლიერებაში.

მსურს, მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებული მადლიერება მსურს გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩემდამი გამოცხადებული დიდი ნდობისა და მუდმივი გულშემატკივრობისთვის.

ამავე დროს, ვრჩები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ გულშემატკივრად. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის პირად შემადგენლობას ამ მოკლე დროში მნიშვნელოვანი ერთობლივი წარმატებული საქმიანობისთვის.

წარმატებას ვუსურვებ სამსახურის მომავალ ხელმძღვანელს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს“, _ ანრი ოხანაშვილის ეს განცხადება 23 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გვერდზე გავრცელდა.

ოხანაშვილის გადადგომის შესახებ განცხადების გავრცელებიდან მალევე მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძე წარადგინა:

“ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ–მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. როგორც მოგეხსენებათ, გამოწვევები საკმაოდ ბევრია ჩვენი ქვეყნის წინაშე, საკმაოდ რთული, კომპლექსური ვითარებაა ჩვენს გარშემო. არის გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული, მათ შორის, აშშ–სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებთან, ასევე რეგიონში არის საკმაოდ კომპლექსური ვითარება.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას. პროცედურა ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენას. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამ პროცედურების დაცვის გათვალისწინებით ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არის შთამბეჭდავი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერში მამუკა მდინარაძეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, შეუძლია, სერიოზული წვლილის შეტანა. მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან ექნება მყარი ნდობა ბატონ მამუკა მდინარაძეს და მას მინდა ვუსურვო წარმატებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში სუს-ის ყოფილი უფროსის, ანრი ოხანაშვილის აღნიშნულ პოზიციაზე 5-თვიან საქმიანობას აჯამებს. ის წერს, რომ ამ ხნის განმავლობაში ოხანაშვილმა 47 საჯარო განცხადება და პრესრელიზი გამოაქვეყნა, მაგრამ “მისი მთავარი მიღწევა, ალბათ, ბაჩიაშვილის დაკავება”:

“ახლა გავაანალიზე ანრი ოხანაშვილის პერიოდში (ანუ 5 აპრილიდან დღემდე) სუს–ის მიერ გამოქვეყნებული განცხადებები და პრესრელიზები:

ამ პერიოდში დავითვალე 47 საჯარო განცხადება და პრესრელიზი.

თვალში საცემია, რომ ყველაზე მეტი განცხადება უკავშირდება სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ოპერაციების შესახებ ინფორმაციას (7 განცხადება). ბაჩიაშვილის დაკავება ალბათ ანრი ოხანაშვილის მთავარი მიღწევაა.

ამის შემდეგ მოდის ორგანიზაციული და საჯარო განხილვებში მონაწილეობის შესახებ განცხადებები (7 განცხადება) და ისტორიული ხსოვნისა და პატივის მიგების ღონისძიებების შესახებ პრესრელიზები (6 განცხადება).

ერგნეთში IPRM შეხვედრის შესახებ შემხვდა 2 პრესრელიზი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების გათავისუფლების შესახებ 3 განცხადება.

საერთაშორისო შეხვედრების შესახებ მხოლოდ 5 პრესრელიზი შემხვდა. აქედან სამი შეხვედრა უკავშირდებოდა მეზობელ ქვეყნებს (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი), ორი შეხვედრა კი _ დიდი ბრიტანეთის ელჩთან და აშშ–ის საელჩოს FBI-ს სამართლებრივ ატაშესთან შეხვედრას.

საინტერესოა, რომ ამ პერიოდში სუს–ის განცხადებები დაცლილი იყო პოლიტიკური შინაარსისგან, რასაც წინა წლებში შევხვდებოდით (რაც კარგია). მაგალითად, რევოლუციების, გადატრიალების მცდელობისა და სუს–ის მიერ დაწყებული გამოძიების, ანდა მოპოვებული საიდუმლო ჩანაწერების შესახებ განცხადებებს ვერ შევხვდებით.

არც ერთი განცხადება არ აჩვენებდა სუს–ის შიგნით მიმდინარე მნიშვნელოვან სამუშაოებს (გადამზადება, ახალი მიდგომების დანერგვა, რეორგანიზაცია და ა.შ.). არ ჩანდა არც მომავალზე ორიენტირებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია (მაგალითად, ახალი სტრატეგიებისა და პროგრამების მიღების შესახებ), მით უმეტეს, როდესაც რეგიონში დრამატულად შეიცვალა კონტექსტი ბოლო თვეებში.

მასალებში ვერ ვნახავთ ანრი ოხანაშვილის ერთ ფოტოსაც კი, სადაც ჩანს, რომ ის გამყოფი ხაზის სოფლებში იმყოფებოდა, რაც ოკუპირებული ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის უფროსისთვის ძალიან უცნაურია.

მასალებიდან ასევე ჩანს, რომ ანრი ოხანაშვილი, მისი პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებით, მაინც ბევრს ფიქრობდა საკუთარი იმიჯის, რეპრეზენტაციისა და პოლიტიკურ–სოციალურ რიტუალებში მონაწილეობის შესახებ“, _ წერს თამთა მიქელაძე.

“ანრი ოხანაშვილი მისი ნებით არ წასულა, ეს გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა“, _ ამის შესახებ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ეკა ბესელიამ განაცხადა. იგი ამბობს, რომ ოხანაშვილის სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება შიდა კონფლიქტის შედეგად არის მიღებული:

“ეს გადაწყვეტილება თავისთავად მეტყველებს, თვითონ ფორმაც მეტყველებს, რომ ეს არ იყო მშვიდ გარემოში მიღებული გადაწყვეტილება. ის რომ თვით ოხანაშვილი არ იდგა კობახიძის გვერდით და ეს არ იყო სტანდარტული ფორმით დამშვიდობები და მადლობები, როგორც გვინახავს, ეს ნიშნავს, რომ შიდა კონფლიქტის შედეგად არის მიღებული მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ის მისი ნებით არ წასულა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ივანიშვილის მხრიდან.  მე ადრეც ვამბობდი, როდესაც ის დაინიშნა თანამდებობაზე, რომ ეს იქნებოდა ხანმოკლე გადაწყვეტილება. ეს უწყება არ მიიღებდა ოხანაშვილს. ამ სისტემას აქვს თავისი სპეციფიკა მიმღებლობასთან დაკავშირებით და არ მიიღებდა. მთლიანობაში ეს მონაცვლეობა ოხანაშვილი, მდინარაძე, რომელიც მაინც არის ერთი ჯგუფი კობახიძის ირგვლივ, ეს აჩვენებს თავად ამ ჯგუფის შიგნით არამყარ ვითარებას, ეს ყველაფერი კი მთლიანობაში ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ ვითარებაზე მეტყველებს” ,_ აცხადებს ეკა ბესელია.

აღნიშნული ცვლილების შეფასება გურიაში პოლიტიკოსებს ვთხოვეთ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა გვეუბნება, რომ ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის “სასაცილო ფიგურა იყო”, ხოლო მდინარაძე მას იმით სჯობნის, რომ “მეტი ინტრიგების ხლართვა შეუძლია”:

“ბიძინა ივანიშვილის კარზე ინტრიგების ხლართვაა. ოხანაშვილი თავიდანვე სასაცილო ფიგურა იყო _ როცა გადაიყვანეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ სუს–ის  თანამშრომლებს. დარწმუნებული ვარ, ოხანაშვილმა იგრძნო რომ ძალიან სამარცხვინო ფიგურა იყო, მდინარაძე იმით სჯობია მას რომ მეტი ინტრიგები შეუძლია, მეტი დასმენები და მეტი სიბინძურე, სივერაგე  და გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა უფრო ვერაგი, უფრო ბინძური და ყველაფრის მკადრებელი ადამიანი გადაიყვანოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, ხოლო ის ვინც სასაცილო ფიგურა იყო, მოაშორეს ხუთ თვეში. დარწმუნებული ვარ, ეს ზაფხული დასრულდა ოხანაშვილთან ერთად, შემოდგომა დასრულდება მდინარაძესთან ერთად“, _ ამბობს კახა ასკურავა.

ოზურგეთის საკრებულოს ფრაქციის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ალეკო ბურჭულაძე კი ამბობს, რომ თანამდებობის პირების ხშირი როტაცია შიდა სტაბილურობაზე არ მიუთითებს:

“მაღალი თანამდებობის პირების ხშირი როტაცია, ალბათ შიდა სტაბილურობაზე არ მიუთითებს. დამატებითი შეფასებებისგან თავს შევიკავებ. უკვე საკმაოდ ბევრი კომენტარი მოვისმინეთ. ხალხს სჭირდება არა შიდა ცვლილებები მთავრობაში, არამედ რეალური ცვლილებები პოლიტიკაში“, _ ამბობს ალეკო ბურჭულაძე.

მმართველ გუნდში პოლიტიკური არასტაბილურიბის შესახებ საუბრობს ცვლილების შეფასებისას ჩოხატაურის საკრებულოს წევრი, კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი  ლიდერი ბაჩო ახალაძე:

“ოხანაშვილის მოხსნა და მდინარაძის დანიშვნა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მმართველ გუნდში პოლიტიკური სტაბილურობა არ არსებობს. გადაწყვეტილებები არ ეფუძნება გრძელვადიან ხედვას ან ინსტიტუციურ ლოგიკას _ ყველაფერი განისაზღვრება ოლიგარქის პირადი ინტერესებით, შიშებითა და მოკლევადიანი გათვლებით.

ასეთი სტრუქტურული არამდგრადობა ხელისუფლების სისუსტის ნიშანია…

გუნდში გამწვავებულია უნდობლობა და კონკურენცია,

მაღალი თანამდებობების ბედი დამოკიდებულია არა პროფესიონალიზმსა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არამედ მყიფე ლოიალობაზე.

მმართველობის ცენტრი ერთ ადამიანშია თავმოყრილი, რაც თვითონ სისტემასაც ხდის დაუცველს.

ამ პროცესებმა აჩვენა, რომ საქართველოში ერთპიროვნული, “მყარი დიქტატურის” დამყარება ვერ ხერხდება. რაც უფრო მეტად იზრდება ივანიშვილის პარანოია და კონტროლის მცდელობა, მით უფრო ირღვევა მთლიანობა თავად მმართველ ბანაკში. ეს არის კრიზისის სიმპტომი, რომელიც გარდაუვლად დააჩქარებს სისტემის დაშლას.

საქართველოს მომავალი სწორედ ამ მორყეული რეჟიმის მიღმაა _ დემოკრატიულ, ინსტიტუციურად გამყარებულ და ევროპულ სახელმწიფოში“, _ ამბობს ბაჩო ახალაძე.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ალეკო ბურჭულაძებაჩო ახალაძეკახა ასკურავა
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი

14:23; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“დრო ჩვენთვის კი არა, თქვენთვის აითვალეთ”- კუპრაძე პაპუაშვილს

14:08; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ

18:02; 4 დეკემბერი, 2025

ვინ რაზე საუბრობს მოახლოებული არჩევნების წინ

უსიმინდო გურია _ რამდენ ტაროს დაითვლიან 2025 წლის შემოდგომაზე გურულები?

ყველა სიახლე

ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი აუხლოეს დღეებში

15:07; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო