გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ოზურგეთში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლიხაურს,მელექედურს,დვაბზუს,ასკანას,მთისპირსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე გაგარინის,ჯავახიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
ჩოხატაურში – 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:ზოტს,ქვაბღასა და მიმდებარე სოფლებს.
ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.




























































