ტრაგედია დატრიალდა ცოტა ხნის წინ სენაკში _ “გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ამწეს წყლის მილი აჰქონდა. მილი მოწყდა და ადამიანს დაეცა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
“სავარაუდოდ, წყლის მილი მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა, სავარაუდოდ, მუშა იყო. როგორც ამბობენ, ამწეს აჰქონდა მილი”, _ გვეუბნება წყარო.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო (შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).



































































