ირანული მედიის ცნობით, თეირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები გაიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ელჩების გაწვევის მიზეზია გაერო-ს მიერ სანქციების ხელახლა დაწესების საკითხზე კონსულტაციები.
„სამი ევროპული ქვეყნის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების ხელახლა დაწესების მცდელობის საპასუხოდ, ირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები თეირანში გაიწვია“, – ნათქვამია განცხადებაში.






























































