“ქართლის ამბების” ინფორმაციით, კავთისხევის გზაზე მომხდარ ავტოავარიისას 3 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხეს შეეჯეხა, რის შედეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გარდაცვლილები არინ 30-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.



































































