გოგრა – გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა დარღვეული ბალანსის აღდგენის. მას გამოიყენებენ დიაბეტის დროს. გოგრის წვენი ამაღლებს პოტენციას და ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს.
ხახვი – არამხოლოდ სასარგებლო არამედ პანაცეაა ნებისმიერი დაავადებისთვის. თერმული დამუშავების შემდეგაც ხახვი არ კარგავს თავის თვისებებს.
პომიდორი – მისი წვენი ძლიერი ანტიოქსიდანტია. პომიდორი კუჭის დაავადებების და კიბოს რისკს ამცირებს. რეკომენდირებულია მისი ყოველდღიური მიღება, სასურველია ცოტა ზეთთან ერთად, რათა ორგანიზმმა უკეთ შეიწოვოს.
კიტრი – რომლის შემადგენლობაშიც ვიტამინი С, В1 და В2 არის. ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას. მისი ყოველდღიური მიღება არეგულირებს საჭმლის გადამუშავებას. სასარგებლოა მათთვის ვისაც ქრონიკული შეკრულობა აწუხებს.
კომბოსტო – მასში ვიტამინების დიდი რაოდენობაა С, А, Р, К და В. 250 გრამი კომბოსტო ცოტა ზეთთან ერთად შეიცავს მთელი დღის ვიტამინების ნორმას. მაგრამ აღსარნიშნავია ის ფაქტი, რომ კომბოსტოს სწორი მომზადებაა საჭირო, ხშირად მისი თვისებები იკარგება. რჩევა: მირთვათ თერმული დამუშავების გარეშე.
სტაფილო – ბევრი ჩვენგანს ბავშვობაში ასმევდნენ სტაფილოს წვენს, რომელიც ზრდაში გვეხმარებოდა. სტაფილოს წვენი აუცილებლად ცოტა ცხიმთან ერთად უნდა მიიღოთ, სხვანაირად ვერ შეძლებს ორგანიზმი მის ათვისებას ( დაამატეთ ცოტა რძე ან ზეთი).































































