ისპანახი, ნიახური და კიტრი უარყოფით კალორიებს შეიცავს. ანუ ორგანიზმი მათი გადამუშავებისას იმაზე მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე მასში კალორიულობაა. მარტივად რომ ვთქვათ, მიირთმევთ და იკლებთ წონაში.
ქათმის თეთრი ხორცი ცილის საბადოა. 100 გ ამ პროდუქტში მხოლოდ 165 კკალ.-ია. რა თქმა უნდა, უმჯობესია, მოამზადოთ ორთქლზე ან გრილზე ცხიმის გარეშე. ცხიმიანი სოუსები რეკომენდებული არ არის, ხოლო არომატული სანელებლები – რამდენიც გინდათ.
თევზის ცხიმიანი სახეობები (ორაგული, ჩრდილოეთის ორაგული, სკუმბრია, კალმახი) შეიცავს ისეთ შეუცვლელ პროდუქტს, როგორიც არის ომეგა 3. ეს სასარგებლო ცხიმები ხელს უწყობს გულ-სისხძარღვთა სისტემის მუშაობას. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება და კანის სტრუქტურას მთლიანად ცვლის.
კვერცხის გული ვახშმად – კარგი იდეა არ არის, რადგან მასში დიდი რაოდენობით ქოლესტერინია. ხოლო ცილისგან მომზადებული ომლეტი მხოლოდ სარგებლობას მოიტანს.
კრევეტები, კალმარები, მიდიები, კიბორჩხალები – არა მხოლოდ მდიდარია ცილით, არამედ სწორად მომზადების შემთხვევაში შეუცვლელი ვახშამი იქნება.
მათთვის, ვისაც კარგი დამოკიდებულება აქვს ლაქტოზასთან, ხაჭო შესანიშნავი ვახშამი იქნება. ოპტიმალური ვარიანტია – ცხიმის 5 პროცენტის შემცველობის. თუ უმად არ გიყვართ ეს პროდუქტი, შეგიძლიათ მოამზადოთ მისგან მობრაწულა ან მოჭიქული ყველეული. მაგრამ თავი შეიკავეთ შაქრის დამატებისგან და გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური დამტკბობლები.

































































