ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხეთაში, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 80 წლის კაცი.
ადგილობრივების თქმით, ხის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.
შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.































































