მერწყული
არასოდეს შეწყვიტოთ ოცნება! დაბადებიდან თქვენი განსაკუთრებული თვისებაა, რომ სამყაროს სრულიად განსხვავებული თვალით უყურებთ და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი გამოსავალს პოულობთ. შესაძლოა, ზოგჯერ თქვენი უჩვეულო იდეები არ გაიზიარონ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ სწორედ ესაა, რასაც თქვენთვის წარმატება მოაქვს. ამიტომაც, არაპოპულარული იდეების განვითარება განაგრძეთ.
თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მიდრეკილნი არიან, რომ სხვა ადამიანებზე პასუხისმგებლობა აიღონ, მათი ინტერესები გაითვალისწინონ, საკუთარი სურვილები კი მათ გამო გაწირონ… ისწავლეთ, დაემშვიდობოთ იმ ურთიერთობებს, რომლებიც თქვენზე ცუდ გავლენას ახდენს და ტოქსიკურია. ჯობს, ენერგია შემოქმედებითობისკენ მიმართოთ – ეს თქვენი ძლიერი მხარეა.
ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მუდმივად სიახლეებსა და თავგადასავლებს ეძებენ. ამიტომაც, სტაგნაციაში ყოფნა კატეგორიულად არ შეიძლება. თუ გსურთ, ცხოვრებაში დიდ წარმატებას მიაღწიოთ, მუდმივად აკეთეთ ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ, გაბედეთ ექსპერიმენტები და საჯაროდ გამოხატეთ საკუთარი შესაძლებლობები.
კურო
დაბადებიდან კურო ძლიერი ინტუიციითაა დაჯილდოებული, თუმცა ხშირად საკუთარ შინაგან ხმას არ უსმენს. ამიტომაც, თქვენთვის მთავარი რჩევაა, რომ შინაგან ხმას მოუსმინოთ, დაეყრდნოთ საკუთარ ინტუიციას, დამოუკიდებლად გააანალიზოთ მოვლენები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ მიდგომით მიიღოთ.
ტყუპები
ტყუპები საკმაოდ ცვალებადი ბუნების არიან, ამიტომაც ხშირად იწყებენ ახალ პროექტებს ისე, რომ ძველი არ დაუსრულებიათ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა. ეს მხოლოდ უკმაყოფილებას გაზრდის და თქვენს რეპუტაციაზეც ცუდად აისახება. კონცენტრირდით კონკრეტულ პროექტებზე და არსებულ ვალდებულებებს ნუ უგულებელყოფთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებს სხვა ადამიანების გრძნობებისა და ემოციების შესანიშნავად ესმით. თუმცა, ხშირად მათ ყველა დეტალი გულთან ახლოს მიაქვთ და არ შეუძლიათ, რაღაცებს უბრალოდ მარტივად შეხედონ. ამაზე დაფიქრება და მუშაობა ნამდვილად ღირს. არის რაღაცები, რაც მარტივად უნდა აღიქვათ, წარუმატებლობაზე არ კონცენტრირდეთ და წინსვლა განაგრძოთ.
ლომი
ლომებს ყურადღების ცენტრში ყოფნა განსაკუთრებით უყვართ. ამიტომაც, სოციალურ ქსელში გამოხმაურებებს, შექებას, საჯარო კომპლიმენტებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ხოლო, როცა შესაბამის უკუკავშირს ვერ იღებენ, ნერვიულობენ. ჯობს, სხვა ადამიანების შეფასებებსა და მოსაზრებებს ამ დოზით არ დაეყრდნოთ. ასევე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვთ, რაც წარმატების მიღწევაში ხელს უშლით.
ქალწული
ხშირად ამბობენ, რომ ქალწულები სხვა ადამიანების დასახმარებლად იბადებიან. ქალწული სხვების დახმარებით საოცარ ემოციებს იღებს და ხშირად სწორედ ეს ხდება მოტივაცია, რომ წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ, ჯობს, აღნიშნული თვისება გამოიყენოთ, ჩაერთოთ მოხალისეობრივ, საქველმოქმედო საქმიანობაში და სხვების დახმარების პარალელურად, საკუთარ წარმატებასაც ხელი შეუწყოთ.
სასწორი
სასწორებს კონფლიქტები არ უყვართ და ყოველთვის მშვიდობისა და სამართლიანობის მხარეს არიან. ამიტომაც, ჯობს, იპოვოთ ისეთი პროფესია, სადაც საკუთარ დიპლომატიურ უნარებს შესანიშნავად გამოავლენთ. ზოგადადაც, თქვენი ეს თვისება ხშირად გამოიყენეთ და სასურველ შედეგს მიაღწევთ.
მორიელი
მორიელები საკმაოდ ემოციური და მგრძნობიარე ადამიანები არიან. ხშირად სხვებისთვის საიმედო დასაყრდენად და მესაიდუმლედ გადაიქცევიან. თუმცა, ბრაზის გაკონტროლების პრობლემა მათ წარმატებაში ხელს უშლის და ხშირად სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობა ხდება. ამიტომ, ჯობს ამ საკითხზე იმუშაოთ და კონფლიქტები უფრო მშვიდობიანი გზით გადაჭრათ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ახალ რაღაცებს იმაზე გაცილებით სწრაფად და მარტივად სწავლობენ, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნები. ამიტომაც, თქვენი წარმატების გასაღები მუდმივ თვითგაუმჯობესებაშია. ნუ შეგეშინდებათ პროფესიის შეცვლის, ახალ სფეროში საკუთარი ძალების მოსინჯვის, ჰობის განვითარების. ეს კიდევ უფრო მეტ წარმატებამდე მიგიყვანთ.
თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა შესანიშნავად იციან, რომ წარმატების გასაღები საქმეებისადმი ერთგულებასა და შრომისმოყვარეობაშია. ამიტომ, ჯობს, საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ და განახორციელოთ. შესანიშნავად გამოგივათ და ეს კიდევ უფრო მეტ წარმატებასა და აღიარებას მოგიტანთ.






































































