https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“საკანონმდებლო ცვლილებით “ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება”

14:24; 19.12.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელსაც სისხლის სამართლის მომწესრიგებელ კანონმდებლობაში “პროცესუუნარობის” ცნება შემოაქვს. არსებული ცვლილებები, მისი შინაარსის გათვალისწინებით, უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის (შემდგომში – “კონვენცია”) დანაწესებს. იგი სრულიად უსვამს ხაზს წლების წინ მიმდინარე ქმედუნარიანობის რეფორმას, რომელიც კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, შშმ პირთა უფლებების დაცვის ნაწილში ქვეყანაში ერთადერთ ძირეულ ცვლილებას წარმოადგენდა.

“საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა, ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ხოლო, მეორე მხრივ, “ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში. ცვლილების შედეგად, საკანონმდებლო სივრცეში შემოვიდა ახალი ტერმინი – “პროცესუუნარო პირი”. აღნიშნულმა ტერმინმა მოიცვა ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო უნარი არ შესწევს, შეასრულოს ისეთი საპროცესო მოქმედება, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. ცვლილებები ითვალისწინებს საქმის არსებითი განხილვის პროცესში “პროცესუუნარო პირის” მონაწილეობისა და მის მიერ სასჯელის მოხდის პირობებს.

ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ე.წ. “პროცესუუნარო” გახდა, ტარდება ექსპერტიზა და მისი შინაარსისა და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მკურნალობის მიზნით, მოსამართლე არ იწყებს საქმის არსებით განხილვას ან აჩერებს მას 3 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ პირი “პროცესუნარიანი” გახდა, ან 3 თვე გავიდა, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება/გაგრძელდება. თუ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი იყო, ხოლო მისი ჩადენის შემდგომ “პროცესუუნარო”, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლო განსაზღვრავს მსჯავრდებულის სამკურნალო დაწესებულებაში გამოჯანმრთელებამდე მოთავსებას, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გაგრძელდება.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი ინიცირების საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვითაც, არაკონსტიტუციურია იმ პირის დამნაშავედ ცნობა, რომელსაც არ შესწევს უნარი, განახორციელოს ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ექსკლუზიურად მისი გასაკეთებელია და მას ადვოკატი სრულყოფილად ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის თავის დაცვის შესაძლებლობის წართმევა სამართალწარმოებას უსამართლო პროცესად აქცევს, ამიტომ სამართალწარმოების პროცესში ბრალდებულის მონაწილეობისთვის სათანადო შესაძლებლობები უნდა შეიქმნას. ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითა, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში კვლავ ბუნდოვანი დარჩა და ინდივიდუალური მიდგომის გამოყენების შესაძლებლობას კვლავ არ იძლევა.

სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა, ე.წ. შეურაცხადობა იყო დროებითი და, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა პროცესის ჩატარება. ხსენებულ ფაქტორზე დაყრდნობით, წარდგინების ავტორი აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს სისხლის სამართლის საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობა. ამავე დროს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების არაერთგვაროვნებიდან გამომდინარე, თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით უნდა შექმნილიყო რეაგირების ინდივიდუალური მექანიზმები. ხსენებული საქმის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა “პროცესუუნარო” პირის დამნაშავედ ცნობის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ სასამართლოში საქმის განხილვას შესაძლოა შედეგად მოჰყვეს როგორც ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა, ისევე მისი გამართლება და ამიტომ სახელმწიფოს საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგების დროს, შესაბამისი ბალანსი უნდა ენახა.

თავისი შინაარსით, მიღებული ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. პირველ რიგში, ესაა კონვენციის მე-12 მუხლი, რომელიც შშმ პირთა კანონის წინაშე თანასწორობასა და ქმედუნარიანობას განამტკიცებს. არსებული სტანდარტის მიხედვით, “უუნაროდ” მიჩნევა, კანონმდებლობით თუ ფაქტობრივად ქმედუნარიანობის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ წარმოების მიმდინარეობისას უზრუნველყოს ადამიანების ეფექტიანი მხარდაჭერა, იგი ავტომატურად, ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზის საფუძველზე, “პროცესუუნაროდ” ცნობს ამ პირს და მას იძულებით ღონისძიებებს უქვემდებარებს.

საკანონმდებლო ცვლილებები საკმაოდ ბუნდოვანიცაა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითისთვის, ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე უნდა დადგინდეს ადამიანის “პროცესუუნარობა”. თავის მხრივ, ცვლილებები, “პროცესუუნარობის” განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზის ჩატარებას ითვალისწინებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ისევე როგორც თემაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები, წლების განმავლობაში აკრიტიკებდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ბიუროს მუშაობას და მას თვითნებურად და კონვენციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ექსკლუზიურად ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებს ეფუძნება, რაც, თავის მხრივ, საექსპერტო დაწესებულების (რომელიც სსიპ-ს წარმოადგენს) მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს არ აზღვევს.

საკანონმდებლო ცვლილებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ადამიანების იძულებითი სტაციონირება და იძულებითი მკურნალობის განხორციელებაა. იძულებითი მკურნალობის ინსტიტუტს საქართველოს სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა იცნობს და პრაქტიკაშიც აქტიურად იყენებს. თუმცა, იძულებითი ფსიქიატრიული დახმარება, თავისი არსით, ეწინააღმდეგება კონვენციის არსსა და მის არაერთ დებულებას. კონვენციის 25-ე მუხლის მიხედვით, ნებისმიერი ტიპის სამედიცინო ინტერვენცია ადამიანის თავისუფალ და ინფორმირებულ თანხმობას უნდა ეფუძნებოდეს, რაც, ამ შემთხვევაში, სრულად უგულებელყოფილია. დამატებით, აღსანიშნავია, რომ იძულებით მკურნალობაზე მყოფი ადამიანები არათუ ვერ იღებენ შესაბამის მხარდაჭერას, არამედ არიან მძიმე პირობებში – ექვემდებარებიან ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის პრაქტიკებს, და ცხოვრობენ იზოლაციაში, ეფექტიანი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიღმა, იმ გარემოში, რომელიც აღდგენაზე ნაკლებადაა ორიენტირებული.

უმნიშვნელოვანესი რისკები, რაც საკანონმდებლო რეგულაციებს უკავშირდება, ადამიანების განუსაზღვრელი ვადით პატიმრობასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ “პროცესუუნარო” გახდა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს მსჯავრდებულის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე მოთავსებას, რის შემდეგაც მის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გაგრძელდება. აღნიშნული ქმნის უფლებამოსილების ფართოდ და ბოროტად გამოყენების რისკებს და იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩეს, მხოლოდ იმიტომ, რომ “მისი გამოჯანმრთელება” არ იქნა მიღწეული. აღსანიშნავია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დიდი ხნით დაყოვნება საქართველოში წლების განმავლობაში გავრცელებული და პრობლემური პრაქტიკაა.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ დასაშვები რჩება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა იმ პირის მიმართ, რომელიც, კანონმდებლობამ “პროცესუუნაროდ” მიიჩნია. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არ პასუხობს კითხვას, 3-თვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ პირის “პროცეუნარიონობის” აღდგენა ვერ მოხდება, როგორ იქნება მისი უფლებები დაცული სასამართლოში, საქმის განხილვის გაგრძელების პირობებში. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან ცვლილებები მხედველობის მიღმა ტოვებს მსგავს შემთხვევებს და პირის იძულებითი მკურნალობის დაუსაბუთებელ და სახიფათო პრეცედენტს ქმნის. ამასთან, “ქართული ოცნების” მიზანი, რომ პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილებები მიეღო, ვერ გაამართლებს პირის კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევას.

საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ დებულებას პატიმრობის ვადის დინების შეჩერება წარმოადგენს. ეს დებულება დისკრიმინაციულია – აღკვეთის ღონისძიების სახით პირისთვის პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, ბრალდების მხარის შუამდგომლობისას, სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადის დინება არ შეჩერდება, ხოლო თუ შუამდგომლობის ინიციატორი დაცვის მხარეა – აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება. ეს ქმნის საფრთხეს ბრალდების მხარის მიერ შუამდგომლობის წარუდგენლობის შემთხვევაში, პირი ორმაგად დაისაჯოს – იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაექვემდებაროს, და, ამასთან, ერთად, მისი პატიმრობის ვადაც არ შემცირდეს.

აღნიშნული კანონმდებლობის აღსრულების შედეგები მოსახლეობისთვის სავალალო იქნება. მისი მიღებით და იმპლემენტაციით ქვეყანა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში კიდევ ერთხელ იხევს უკან და უგულებელყოფს ქმედუნარიანობის რეფორმასა და მასთან დაკავშირებულ პარადიგმებს, რომელიც წლების წინ განხორციელდა, და რომელიც, აღსრულების სერიოზული ჩავარდნების მიუხედავად, შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ერთ-ერთი უმთავრესი რეფორმა იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების მიუხედავად, სისხლის სამართლის სფეროს რეფორმირება და კონვენციის დებულებებთან მისადაგება არ მომხდარა. Მათ შორის არ მომხდარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებაც, რომელიც საკითხის მოწესრიგების ეტაპზე, კანონმდებლის ინდივიდუალურ მიდგომაზე უსვამდა ხაზს. ამ კუთხით, განსაკუთრებულ გამოწვევებზე საუბრობს გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტი და შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი. მაგალითისთვის, კომიტეტი, საქართველოსთან მიმართ გაცემულ დასკვნით რეკომენდაციებში უარყოფითად აღნიშნავდა შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პრაქტიკას და ხაზს უსვამდა იმგვარი კანონმდებლობის არსებობის დაუშვებლობაზე, რომელიც იძლევა იძულებითი მკურნალობისა და სხვა შემზღუდველი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობას. იგივე წუხილი გაიზიარა შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმაც. მან დამატებით განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებები ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების ქმედუნარიანობას ეჭვქვეშ აყენებს. ზემოაღნიშნული საერთაშორისო მექანიზმები საქართველოს მოუწოდებდნენ, გაეუქმებინა კანონმდებლობა, რომელიც იძულებითი მკურნალობის შესაძლებლობას იძლეოდა და გადასულიყო ნებაყოფლობითი მხარდაჭერის მექანიზმებზე, რომელიც შშმ პირთა თავისუფლების უფლებასა და ავტონომიას გაითვალისწინებდა, ასევე, გაეუქმებინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები (მათ შორის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლიც), რომელიც სამართალწარმოებაში შშმ პირთა მონაწილეობასა და მართლმსაჯულებაზე წვდომას ზღუდავდა.

საერთაშორისო რეკომენდაციების შესრულებისა და იმაზე ზრუნვის ნაცვლად, თუ როგორ მოეხდინა შშმ პირთათვის საპროცესო მისადაგების უზრუნველყოფა და ამ კუთხით არსებული ბარიერების გამოვლენა და აღმოფხვრა, საკანონმდებლო ცვლილებები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სრულ ობიექტივიზაციას იწვევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ისევე, როგორც სხვა არაერთი კანონპროექტის შემთხვევაში, ეს ცვლილებაც დაჩქარებული წესით, შესაბამისი აქტორების, მათ შორის, თემის წევრებისა და ექსპერტების მონაწილეობის გარეშე, სხვა ქვეყნების კარგი პრაქტიკის მიმოხილვის გარეშე განხორციელდა. ხაზგასასმელია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი რატი იონათამიშვილია, რომელიც ფორმალურად თემის უფლებების დამცველად პოზიციონირებდა, თუმცა, რეალურად იმ ინიციატივების თანაავტორია, რომელიც შშმ პირთა უფლებებს მნიშვნელოვნად უკან ხევს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს და მათ წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის აღსრულების პროცესში მხარდაჭერისა და დახმარების მზაობას გამოთქვამს”,_აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10 სექტემბერი, 2026

რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო