მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფში მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. საინფორმაციო პორტალ Akrual.ge-ის ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

































































