ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, მკლავჭიდელებმა რესპუბლიკური ტურნირიდან 8 მედალი წამოიღეს!
15 – 16 აგვისტოს ქ.ბათუმში მკლავჭიდში 2008 წლის რუსეთ – საქართველოს აგვისტოს ომის დროს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი მეომრების ხსივნისადმი მიძღვნილი მასშტაბური ტურნირი გაიმართა. სადაც სპორტსმენები მთელი საქართველოდან იღებდნენ მონაწილეობას.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს და შინ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მკლავჭიდის სექციის სპორტსმენებმა.
პირველი ადგილი
ავთანდილ მეგრელიშვილი – აბსოლუტური წონა – მარცხენა მკლავი
მეორე ადგილი
ავთანდილ მეგრელიშვილი – აბსოლუტური წონა – მარჯვენა მკლავი
ლუკა სალუქვაძე – 75 კგ – მარჯვენა მკლავი
აკაკი ხაბულიანი – 60 კგ – მარჯვენა მკლავი
მესამე ადგილი
ლუკა სალუქვაძე – 75 კგ – მარცხენა მკლავი
აკაკი ხაბულიანი – 60 კგ – მარცხენა მკლავი
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზა მკლავჭიდელმა გოგონამ და ორ ბრინჯაოს ერთდროულად დაეუფლა.
მესამე ადგილი
რუსო ჭეიშვილი – 70 კგ – მარცხენა და მარჯვენა მკლავი.





































































