https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია

14:25; 10.09.2026
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

სასაქონლო პროდუქტების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, პირველის მსგავსად, მეორე კვარტალშიც მნიშვნელოვანი იყო. ნავთობპროდუქტებისა და ლითონების წარმოება – რომელსაც, ნაწილობრივ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შემდგომ გაზრდილი საერთაშორისო ფასები უწყობს ხელს – ბიზნეს სექტორის გამოშვებისა და საქონლის ექსპორტის ზრდის ძირითად ფაქტორად რჩება. თუმცა, ჯამურად ეკონომიკაზე გავლენა გაცილებით ზომიერია: შემოსავლის დიდი ნაწილი შუალედური პროდუქციის შეძენას ხმარდება, ხოლო პარალელურად გაძვირებული იმპორტი დამატებით საექსპორტო შემოსავალს დიდწილად აბალანსებს. ამავე დროს, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობისა და, გარკვეულწილად, სურსათის მაღალი ფასები იმპორტულ ინფლაციაში აისახება, ლარის გამყარების მიუხედავად.

უფრო დეტალურად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში ბიზნეს სექტორის გამოშვება მიმდინარე ფასებში წლიურად 11.5%-ით გაიზარდა. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც წამყვან როლს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ასრულებდა, ამჯერად ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია მრეწველობაზე მოდიოდა (4.8 პროცენტული პუნქტი, ანუ ჯამური ზრდის 41%), შემდგომ კი – ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სექტორებზე (1.7-1.7 პროცენტული პუნქტი). საპირისპიროდ, შემცირდა გამოშვება მშენებლობის სექტორში, რაც ძირითადად საავტომობილო გზების სამუშაოების კლებას უკავშირდება.

თავად მრეწველობის ზრდის 90%-ზე მეტი ნავთობპროდუქტებისა და ძირითადი ლითონების (ძირითადად, ფეროშენადნობები) წარმოებაზე, აგრეთვე ლითონის მადნების მოპოვებაზე (ძირითადად, ოქრო და, შესაძლოა, სპილენძი) მოდიოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნავთობპროდუქტების წარმოება, რომელიც 2025 წლის პირველი ნახევრის 81 მილიონი ლარიდან 1.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს უკავშირდება. მსგავსი სურათი იკვეთება საგარეო ვაჭრობის მონაცემებშიც: აღნიშნული პროდუქტების წილი საქონლის ექსპორტში იანვარ-ივლისში, წინა წლის 12%-დან, 29%-მდე გაიზარდა, ხოლო ჯამური ღირებულება წლიურად თითქმის გასამმაგებულია.

თუმცა, სასაქონლო პროდუქტების წარმოების ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა უფრო ზომიერია. პირველ კვარტალში ეკონომიკის მთლიანი გამოშვების ზრდის დაახლოებით მესამედი მრეწველობაზე მოდიოდა, რეალურ ეკონომიკურ ზრდაში კი მისი წილი მხოლოდ 3.4%-ს შეადგენდა. ამის მიზეზი წარმოების თავისებურებაა: შემოსავლის დიდი ნაწილი შუალედური, მათ შორის იმპორტირებული, ნედლეულისა და სხვა მასალების შეძენას ხმარდება. შედეგად, დიდი მოცულობის გამოშვება იმავე მასშტაბის დამატებული ღირებულების შექმნას არ ნიშნავს. ამასთან, ზრდის ნაწილი ფასების მატების ეფექტს ასახავს. მოსალოდნელია, რომ მსგავსი სურათი შენარჩუნდება მეორე კვარტალშიც, რომლის ეკონომიკური ზრდის დეტალური მონაცემები მიმდინარე თვეში გამოქვეყნდება.

მეორე მხრივ, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ნავთობპროდუქტებისა და ლითონების ექსპორტზე იანვარ-ივლისში მთლიანი ექსპორტის ზრდის 100%-ზე მეტი მოდიოდა, რამაც სრულად დააბალანსა ავტომობილების რეექსპორტის კლება. თუმცა, ამავდროულად გასათვალისწინებელია იმპორტის გაძვირებაც, დიდწილად ნავთობზე გაზრდილი ფასების შედეგად. ამდენად, წმინდა შემოდინებებზე ეფექტი გაცილებით უფრო ზომიერია. კერძოდ, თიბისი კაპიტალის შეფასებით, სასაქონლო ფასების მატებამ იანვარ-ივლისის სავაჭრო ბალანსი, დაახლოებით, 10-დან 100 მილიონ აშშ დოლარამდე გააუმჯობესა, თუმცა შედეგები ძალზე მგრძნობიარეა ალტერნატიულ სცენარში გამოყენებული საფასო დაშვებების მიმართ.

ამავდროულად, სავალუტო ბაზარზე სიჭარბეს სხვა შემოდინებებიც უწყობს ხელს. მათ შორისაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენა. დამატებითი მხარდამჭერი ფაქტორია უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კვლავ გააქტიურებული შესყიდვებიც. ამ ფონზე, აგვისტოს ბოლოს სებ-ის მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის 2 მილიარდით მეტია და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 128.2%-ს შეადგენს. აგვისტოს მატების ნაწილი მონეტარული ოქროს გაძვირებამ განაპირობა, თუმცა წლის დასაწყისიდან რეზერვების ზრდა უმთავრესად სებ-ის სავალუტო შესყიდვებს უკავშირდება.

რასაკვირველია, აღსანიშნავია სასაქონლო ფასების მატების ეფექტი ინფლაციაზეც. თებერვლის შემდეგ იმპორტის ფასები ექსპორტის ფასებზე მცირედით სწრაფად გაიზარდა, რაც, ლარის გამყარების მიუხედავად, იმპორტული ინფლაციის აჩქარებაშიც აისახა. აგვისტოში წლიური ინფლაცია თითქმის არ შეცვლილა და 5.6%-ს გაუტოლდა. საწვავის გაძვირების ფონზე, ფასები მეტად გაიზარდა თვიურ ჭრილში, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ წლიური ინფლაციის ზრდა მთლიანად იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის, რაც, შესაძლოა, ამ ეტაპზე შეზღუდულ ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტებზე მიუთითებდეს. იმპორტირებული ინფლაციის მთავარი წყარო, თავის მხრივ, ბენზინი და დიზელია, ხოლო შედარებით ნაკლებია სურსათის წვლილი.

9 სექტემბერს სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე შეინარჩუნა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვაშიც აღინიშნა, პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტებიც საკმაოდ ძლიერია. მკითხველს შევახსენებთ, რომ ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება, განსაკუთრებით კი – იმპორტული ინფლაციის, სხვა თანაბარ პირობებში ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, ამ ეტაპზე, მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში პრიორიტეტად სავალუტო რეზერვების დაგროვება დარჩება. ამ ფონზე, საბაზო სცენარი ლარის გაცვლით კურსს კვლავ არსებულ ნიშნულთან ახლოს მოიაზრებს. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვაშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება. რაც შეეხება სასაქონლო პროდუქტებს, საგარეო ვითარების დამატებითი მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე, სავალუტო შემოდინებების მხრივ შესამჩნევი დანაკლისი მოსალოდნელი არ არის, რაც საპირისპირო მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს უკავშირდება, რომლებიც ბევრ – თუმცა არა ყველა – სცენარში ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007702-macro-update-georgia

(R)

თიბისი
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10 სექტემბერი, 2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10 სექტემბერი, 2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10 სექტემბერი, 2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9 სექტემბერი, 2026

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026
საზოგადოება

პენიტენციური სამსახური თამაზ ელიზბარაშვილის შიმშილობისა და პატიმრობის პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს

9:37; 10.09.2026
სამართალი

აზერბაიჯანში საბაგიროზე მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

9:28; 10.09.2026
სამართალი

ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

9:20; 10.09.2026
მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო