https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ამოტრიალდა დედამიწა… უდედოდ დაუტირებელ ბიჭს, განუსჯელად, დანარჩენი დედები დაიტირებენ“

5:04; 4.04.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

„ამოტრიალდა დედამიწა…დღეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ავის თქმაში. უდედოდ დაუტირებელ ბიჭს, განუსჯელად, დანარჩენი დედები დაიტირებენ. უფალო შეგვიწყალენ“, _  27 წლის ახალგაზრდის, თორნიკე ორაგველიძის დაღუპვის ამბავს, რამაც სრულიად ლანჩხუთი შეძრა, ასე გამოეხმაურა მისი თანაქალაქელი სოფიო ჩხაიძე.

მართლაც წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა  რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში ლაზო ორაგველიძის ოჯახში. კოვიდინფექციის შედეგად გარდაცვლილი ექიმის, ნანა ცინცაძის ვაჟი, რომელიც სასჯელს იხდიდა გეგუთის  #2 პენიტენციურ დაწესებულებაში, 31 მარტს,  დედის დასაფლავების დღეს თანასაკნელებმა გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ირკვევა, ცოტა ხნით ადრე სიკვდილამდე თორნიკეს დედის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს.

 „დამამუნჯებელი უბედურება დატრიალდა ლანჩხუთში, ორაგველიძეების ოჯახში, გლოვობს რაიონი ღირსეული ოჯახის ტრაგედიას.

ეს რა საშინელი ამბავი გვიამბე.. სიკეთის ხმა არსაიდან აღარ ისმის.. ყველა მხრიდან უბედურება მესმის. მართლა, გასკდა გული!! შვილი რომ დედის სიკვდილს ასე უპასუხებს, ამის იქით უბედურებაც აღარ არის! რაღაც სხვაა, უსახელოა.. .

მართლა უკიდეგანო გახდა სიკვდილის ძალა, დაუნდობელი და მუხთალი, ავზნიანი, ავის და კარგის არ გამრჩევი, უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ სულებს.

არ ვიცნობდი ამ ოჯახს, მხოლოდ მტკივა და მეწვის თითოეული დაკარგული ქართველის სიცოცხლე. უფალო შეუნდე ყველას არასწორად გადაწყვეტილი თვითნებურად სიკვდილი რა საშინელებაა, 2 ადამიანის ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან, ვუსამძიმრებ ოჯახს

რა სულის შემძვრელი ტრაგედიაა, თმები ყალყზე დამიდგა, რა კარგი ექიმი, რა სიცოცხლით სავსე ბიჭი, რა დასანანია. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, -ასე ეხმაურებიან ლაზო ორაგველიძის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას ახლობლები, ნაცნობები თუ სრულიად უცნობები.

„ბოლოს ქალაქში შემხვდა, ალბათ, შარშან… რაღაცნაირად გამორჩეულად მიყვარდა. გულს ამოიღებდა და მოგცემდა. მე და ჩემი ნათლული  ვიყავით მანქანით და თქვენ იმფერი კაი გოგოები ხართ სახლშიც დამტოვებთო.  გზაზე ბევრი ვიცინეთ, ვისაუბრეთ, წავეკამათე კიდეც, ვერ წარმოვიდგენდი თუ ბოლო შეხვედრა იქნებოდა ჩვენი, თორემ სხვაგვარად მოვიქცეოდი. მშვიდად განისვენე, თოკო“, _ თორნიკეს გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა მეგობარი  ნინია ბარამიძე.

ამ ტრაგიკულ ისტორიასთან დაკავშირებით სულისშემძვრელი პოსტი გამოაქვეყნა ორაგველიძეების ოჯახის ახლობელმა,  ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, აწ გარდაცვლილი ბიძინა გუჯაბიძის მეუღლემ, პედაგოგმა  მაკა სახურიამ.

 „სიკვდილი ჩამოსახლდა დედამიწაზე და კოშმარად აქცია ჩვენი ყოფა… ცრემლი არ შრება და გული გვეწურება საყვარელი ადამიანების დაკარგვით… დღეს ლანჩხუთში მიწას მივაბარეთ ნანა ცინცაძე, ქალი-სიკეთე, ქალი-ღირსება, ზეადამიანური მშვენიერებისა და სიყვარულის განსახიერება… ვგლოვობდით ნანას უდროოდ წასვლას, მის სამოთხესავით ლამაზ, გაწკრიალებულ სახლ-კარში ერთი სიკვდილი ჩამომჯდარიყო და მეორე თურმე გზად მოდიოდა… ნანას მეუღლე ლაზარე ბიბლიურ ლაზარესავით კეთილშობილი და დიდებული კაცია, მის კაცობას, გულუხვობას, თანადგომისა და მსახურების უნარს კიდეგანი არ ჰქონდა… ლაზარე ავადმყოფობს და იმედი მაქვს დაძლევს ამ სენს… თორნიკე… ნანას და ლაზარეს შვილი… კეთილი ნერგი ამ საოცარი ოჯახისა… კალმით ნახატი, ნიჭიერი, გულიანი, გონიერი ბიჭი, 26 წლის თორნიკე დღეს გეგუთის კოლონიაში სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს, როცა ეტყვიან, რომ მისი ახალგაზრდა დედიკო გარდაიცვალა… ნანა დაკრძალეს და ნინიკოს, ნანას ქალიშვილს დაურეკეს, რომ… ყველა დამუნჯდა… ლანჩხუთი გლოვობს თავის საყვარელ შვილებს, საოცარ დედა-შვილს… და რატომ იყო საპყრობილეში ამ გამორჩეული ოჯახის შვილი? ეს შორი, გრძელი და სევდიანი ამბავია… თოკოს ლამაზმა სიყრმის მეგობარმა, ეკუნა კვაჭაძემ დაუწერა გერმანიიდან, ვიცი, რომ ასე არ გინდოდაო… თორნიკეს ხანმოკლე ცხოვრება მაგალითია იმისა, რომ უბედურება ზოგჯერ იქ დაიბუდებს, სადაც საღი ნიადაგია, სადაც სიკეთე და ცხელი გულია… ჩვენო ძე შეცდომილო, დედიკოს და მამიკოს გულის იარავ, დაიკოს ტკივილო, რა მამაცი ბიჭი ყოფილხარ, ასე როგორ მოიახლოვე სიკვდილი?.. გგონია შენს შეცდომებს სიკვდილით გამოისყიდდი, თოკო? ჩვენ შენ გვჭირდებოდი, ყველა შეცოდება გასწორდებოდა, რადგან ადამისა და ევას ცოდვილი ბუნება ყველას გვებრძვის, ყველას გვასუსტებს… თოკო, მე მახსოვხარ ლანჩხუთის თეატრის სცენაზე, რაკრაკა ხმით რომ მღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს, საკრავებს რომ აკვნესებდი გულიანად და ყველა შემოგციცინებდით, გვწყუროდა შენი მოსმენა… ანთებული იდექი და უფლის ანგელოზივით გალობდი… ან როგორ მღეროდი “შავლეგოს”… შენ საქართველოს რჩეული შვილი უნდა ყოფილიყავი… მჯერა, რომ გადატანილი ტკივილისთვის შენდობას მიიღებ, თოკო, ქერუბიმები აგიტაცებენ ზეცად და დედიკოს მიუხვალ… ღმერთო, რა დარდს დაატარებდა შენზე ნანა? ჩაგიკრავს შენი თბილი და მზრუნველი დედიკო, თორნიკე ორაგველიძე, კარგო ბიჭო, საყვარელო ადამიანო, ძე შეცდომილო, მკვდრეთით ვერაღდგენილო… დაგიამოს ტკივილიანი სული უფალმა, შეგინდოს ყველაფერი და სულთა სირაში მშვიდად გამყოფოს შენს ლამაზ დედიკოსთან ერთად… 31 მარტი აქამდე მიყვარდა, რეფერენდუმისა და ზვიადის დაბადების დღეს აღვნიშნავდით ხოლმე… აწი არ მეყვარება შენი და ნანას წილი 31 მარტი…. ამ დღეს ნანა მიწას მივაბარეთ, შენ კი ახლა შეუდექი ზეციურ საზვერეებს… ვლოცულობ შენთვის, თოკუნა, საყვარელო ბიჭო, დაგტირი ცხელი ცრემლებით… დაიფარე შენი ლამაზი და ჭკვიანი დაიკოს ახლადშექმნილი ოჯახი, დაე, გამრავლდნენ და გაძლიერდნენ ნინო და დიტო შენი და ნანას ხსოვნის სატარებლად… ძალიან მიყვარხარ, თოკუნა, ძალიან, სულ მენატრებოდი, მე და ბიძინა სულ შენზე ვდარდობდით, შორიდან გესაუბრებოდით… ბიძინაც მოგეგებება, არ დაგტოვებს უყურადღებოდ, შვილივით უყვარდი და ედარდებოდი… ცხოვნება შენს სულს...“, _  დაწერა ფეისბუქზე მაკა სახურიამ.

„გურია ნიუსისთვის“ პენიტენციური დაწესებულების პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თორნიკე ორაგველიძე თანასაკნელებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

“N2 დაწესებულების ბრალდებული თ.ო. (დაბ: 1993 წ.) საქართველოს ს.ს.კ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით 2020 წლის 16 ნოემბერს მოთავსდა N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. 2020 წლის 28 ნოემბერს იგი გადაყვანილი იქნა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში. 2021 წლის 31 მარტს, დაახლოებით, 15:57 საათზე მისი თანამესაკნეები საკნიდან გაყვანილ იქნენ იმავე სართულზე არსებულ აბანოში, ხოლო ბრალდებული თ.ო. დარჩა საკანში. აბანოდან საკანში დაბრუნებისას თანამესაკნეებმა თ.ო. საკნის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას ყელის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ბრალდებული ჩაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, თ.ო.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც დაიწყო გამოძიება. 

აღსანიშნავია, რომ თანამესაკნეების გადმოცემით თ.ო.-მ 31 მარტს შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან განახორციელა სატელეფონო ზარი, რა დროსაც შეატყობინეს დედის გარდაცვალების ფაქტი”, _ ნათქვამის უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10 სექტემბერი, 2026

სოციალური დახმარების მისაღებად ქულების მინიჭების მეთოდოლოგია და ადმინისტრირების წესი იცვლება

გურამ დოჩანაშვილს დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო