მარნეული-ბოლნისის ავტომაგისტრალზე, სოფელ ყოლაირთან (ცურტავი), მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი 24News.ge ავრცელებს.
ტრაგედია დღეს, დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის პირას მდგარ მცირეწლოვანს დაეჯახა.
ბავშვი მიყენებული დაზიანებებისგან ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.


































































