კურორტ ბახმაროში, დოღის მიმდინარეობისას, 6 წლის ბავშვი დაშავდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” ჩოხატაურის სასწრაფო დახმარების ბრიგადაშიც დაუდასტურეს.
მედიკოსების ცნობით, დაშავებული პაციენტი ჩოხატაურის კლინიკა „მედალფაშია“ გადაყვანილი.
„ამ წუთებში ბავშვი იმყოფება ჩოხატაურის მედალფაში. ბახმაროდან ჩოხატაურის „მედალფაში“ ბავშვის გადმოყვანა მოხერხდა ჩქარ ტემპში. ასევე მინდა გითხრათ, რომ გზაში არანაირი გართულება არ ყოფილა“, — განაცხადეს ჩოხატაურის სასწრაფო დახმარების ცენტრში.

































































