ჩინეთმა და რუსეთმა მთვარეზე კოსმოსური სადგურის აშენება გადაწყვიტეს.
როგორც BBC იუწყება, რუსეთის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ხელი მოაწერეს ჩინეთის ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოსთან ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს მთვარის ზედაპირზე, ორბიტაზე ან ორივეზე ერთად კვლევითი ობიექტების განვითარებას.
ორივე ქვეყნის სააგენტოში აცხადებენ, რომ სადგურით ყველა ქვეყანას შეეძლება სარგებლობა.
გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სამეცნიერო სადგური მთვარეზე განახორციელებს სამეცნიერო კვლევებისს ფართო სპექტრს მთვარის შესასწავლად.