„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში პოლიციელის ცემისთვის ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე ია ბარამიძის გადაწყვეტილებით, სამივე მათგანს პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს: დავით შარაშიძეს, დავით სიმონიშვილსა და ლუკა ჩხიკვაძეს თითო-თითო წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
სამივე დაკავებულს პოლიციელზე ძალადობისთვის 0-დან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, მოსამართლემ კი მათ შუალედური სასჯელი გამოუტანა.
ამ ეტაპზე ოფიციალურად უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა ან მსჯავრდებულების დაცვის მხარე მოსამართლე ია ბარამიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
































































