“პირდაპირ ვიტყვი, როგორც სპეციალისტი და მინდა, რომ ყველა მშობელმა კარგად გაიგოს, ყველა მასწავლებელმა და ყველა ადამიანმა: დღეს ბავშვები საქართველოში არ არიან ბედნიერები და არ არიან კარგად. ძალიან ბევრი ირჩევს გაქცევის, თავშეფარების სტრატეგიას. ვიღაც თავს აფარებს გაჯეტს, ვიღაც თავს აფარებს შეიძლება რაღაც ნივთიერების მოხმარებას, ვიღაც თავს აფარებს რაღაც ჯგუფს, რომელიც შეიძლება მისი არ არის, მაგრამ სხვა გზა არ აქვს…” – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა “რადიო თავისუფლების” ეთერში.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved

































































