გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 მარტს
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ოზურგეთში – 10:10-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: წყალწმინდას,ლიხაურსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა ურეკის ნაწილს.
ჩოხატაურში – 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:ამაღლებას,სამებასა და მიმდებარე სოფლებს.
ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

































































