https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ევროკავშირის პასუხი კორონავირუსის პანდემიაზე ქედის მუნიციპალიტეტში

7:06; 25.06.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერის“ ფარგლებში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა Covid-19-ის სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი _ „ახალი გამოწვევები _ ახალი შესაძლებლობები“ ჩაატარა. კონკურსის გამარჯვებული სამი პროექტი ქედის მუნიციპალიტეტში უკვე 2020 წლის მაისიდან ხორციელდება. გამარჯვებული ორგანიზაციები ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევების მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ.

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარე, გიორგი აბულაძე კონკურსის მიზნებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ იმ ფორსმაჟორული სიტუციიდან გამომდინარე, რის წინაშეც Covid-19-ის გამო მსოფლიო აღმოჩნდა, შექმნა საჭიროება, მოსახლეობა ციფრულ, დისტანციურ მუშაობაზე გადასულიყო, რამაც, თავის მხრივ, ახალი, სპეციფიკური უნარების საჭიროება გააჩინა:

„კონკურსის მიზანი იყო, შეგვერჩია ისეთი პროექტები, რომლებიც Covid-19-ით ინოვაციური იდეების საშუალებით შეძლებდა, ქედის ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობას, დაეხმარებოდა ადგილობრივ მოსახლეობას ტურისტული სერვისების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მართვასა და განვითარებაში, გამოუმუშავებდა მათ ციფრულ უნარებს, მოახდენდა კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციას და ხელს შეუწყობდა ტურისტულ სექტორში ქალების როლის გაზრდას. პანდემიამ აჩვენა, რომ მოსახლეობისთვის აუცილებელი გახდა მოქნილობა და ციფრულ სამყაროში გადასვლა, ბიზნესმა ონლაინ სივრცეში დაიწყო მუშაობა, საჭირო იყო, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც  ეს უნარები არ გააჩნდათ ან არასაკმარისი იყო ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად“, _ ამბობს გიორგი აბულაძე.

გიორგი აბულაძე, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარე

ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებულ კონკურსში 13 საგრანტო განაცხადი შევიდა, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მხარი სამ პროექტს დაუჭირა. მხარდაჭერილი პროექტები ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ჯანდაცვისა და განათლების პრობლემებზე ეფექტიან რეაგირებას, კერძოდ _ პირველადი ფსიქოლოგიური მომსახურების შეთავაზებას, ასევე, მოზარდების მათ შორის, შშმ პირებისა და მშობლების ფსიქო-განათლებას ვებინარის ციკლების საშუალებით, მოზარდებისა და მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას როგორც პირადი, ისე პროფესიული უნარების განვითარებას.

„ქედა კორონა ვირუსის წინააღმდეგ“ კონკურსის ერთერთი გამარჯვებული პროექტია, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია ახორციელებს. პროექტის მენეჯერი ჰამლეტ სანიკიძე გვიყვება, თუ რა კონკრეტულ შესაძლებლობებს სთავაზობს ორგანიზაცია ქედის მაცხოვრებლებს:

ჰამლეტ სანიკიძე

„პროექტს ორი მიმართულება აქვს, პირველი გულისხმობს ქედაში მცხოვრები ადამიანებისთვის პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, რისთვისაც, კონკრეტულ საათებში მუშაობს კვალიფიციური ფსიქოლოგი, პასუხობს ზარებს და გასცემს კონსულტაციებს. დაინტერესება საკმაოდ მაღალია, ადამიანები გვიკავშირდებიან პირადი ისტორიებითა და შეკითხვებით, თუ როგორ გაუმკლავდნენ პანდემიით გამოწვეულ წინააღმდეგობებს თავად, ან როგორ დაეხმარონ ახლობელ ადამიანებს ამ გამოწვევების დაძლევაში. ფსიქოლოგი, ასევე, ჩართულია ციფრულ სივრცეშიც და პროგრამა zoom-ის საშუალებით უძღვება ვებინარებს, ზოგადად საკითხებად განიხილავს იმ ფსიქოლოგიურ საკითხებს, რაც პირადი კონსულტაციებისას მოსახლეობაში პრობლემებად იკვეთება“ , _ ამბობს ჰამლეტ სანიკიძე.

პროექტში ჩართული ფსიქოლოგი ნინო მღებრიშვილი, რომელიც ბენეფიციარებს პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს, გვიყვება, რომ დახმარებისთვის უკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც უჩივიან Covid-19-ისგან გამოწვეულ შფოთვას: „რიგ შემთხვევებში, შფოთვა გამოწვეულია ოჯახის წევრების დაინფიცირების შიშით, ასევე, ხშირია შფოთვა დანაკარგის შესახებ, როგორც საყვარელი ადამიანის, ისე სამსახურის. ზოგადი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის შიში თითქმის ყველა კონსულტაციისას ვლინდება, ადამიანები განიცდიან იმ ფინანსურ ზიანს, რაც პანდემიამ გამოიწვია. არის შემთხვევები, როდესაც შფოთვას ახლავს ფიზიკური ჩივილებიც“, _ აღნიშნავს ფსიქოლოგი. მისი თქმით, ასევე ხშირად მიმართავენ ბრაზის მართვის სირთულეების დასაძლევად, განსაკუთრებით კი, ბავშვებთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, პანდემიის პირობებში, მშობლებს უჭირთ ბავშვების ქცევის მართვის სირთულეებთან გამკლავება, რადგან სახლში ყოფნა სტრესულია როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

პროექტის ფარგლებში, ფსიქოლოგი, გარდა პირველადი ფსიქოლოგიური დახმარებისა, ჩართულია ტრენინგებშიც, რომელიც ბენეფიციარებს ემოციების ამოცნობა-მიღებასა და ამ ემოციების მართვის სტრატეგიებს სთავაზობს: „ტრენინგ–ვებინარებს 10-15 ადამიანი ესწრება ხოლმე. ისინი ყვებიან თავიანთ ისტორიებს, გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ამ მონათხრობიდან გამომდინარე, ერთად ვცდილობთ, ამოვიცნოთ ემოციები, დავსახოთ სტრატეგიები მათ სამართავად. პანდემიის დასრულების შემდეგ, ახალი გამოწვევებიც გაჩნდა. ადამიანებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შიში გაუჩნდათ, სოციალიზაციისა და კომუნიკაციის, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, ადამიანების შფოთვა იკლებს, პირიქით, ახალ სირთულეებს ქმნის“, _ აღნიშნავს ფსიქოლოგი ნინო მღებრიშვილი.

ამავე პროექტის მეორე მიმართულება ქედაში მცხოვრებ ფერმერებს ციფრული მარკეტინგის ონლაინ კურსებს სთავაზობს. როგორც პროექტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, პანდემიის გამო დახურულმა ღია ბაზარმა ფერმერებს შეუქმნა ფინანსური პრობლემები, ისინი ვერ ახერხებდნენ ნაწარმოები პროდუქტის გაყიდვას, პროექტით გათვალისწინებული აქტივობების საშუალებით კი, იძენენ ონლაინ გაყიდვებისთვის საჭირო უნარებს: „არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფერმერებისთვის,  ბიზნესის გადასარჩენად, ციფრული მარკეტინგი გადამწყვეტ როლს ასრულებს. მოსახლეობისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა იმ უნარების გაუმჯობესება და სწავლება, რაც მათ თავიანთი ბიზნესის გადარჩენაში დაეხმარებოდა. ამისთვის, შეიქმნა ვებინარების სასწავლო ციკლი სოციალურ ქსელში, რომელშიც 20-ამდე აქტიური ფერმერია ჩართული. ვებინარების საშუალებით, ადამიანები იუმჯობესებენ კომპიუტერულ უნარ–ჩვევებს, ითვისებენ სხვადასხვა სოციალური ქსელის მენეჯმენტს, იძენენ ინფორმაციას ტურიზმის სფეროში არსებული ონლაინ პლატფორმების შესახებ, ეს ინფორმაცია მათ თავიანთი საქმიანობის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. სწავლებებს განსაკუთრებით აქტიურად მიყვებიან ახალგაზრდა ფერმერები და დაინტერესებაც დიდია, რაზეც ვებინარების გავრცელება და გაზიარებული ჩანაწერის ნახვები მეტყველებს. გვაქვს მოლოდინი, რომ პერიოდულად, უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება პროექტს“, _ აღნიშნავს ჰამლეტ სანიკიძე.

მეორე პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია „გლობალური სამეწარმეო ქსელი ( CENN)“ ახორციელებს, ტურიზმის სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის აქტივობები მიმართულია ინოვაციური გზით ტურიზმის სექტორის  განვითარებისკენ. ეხმარება ტურისტულ სექტორში ჩართულ ადამიანებს შესაბამისი ტურისტული სერვისების მიწოდებაში, ასევე,  მუნიციპალიტეტის კულინარიული და კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციაში. პროექტისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში ქალების როლის გაძლიერება.

პროექტის ხელმძღვანელი თინათინ ღოლაძის განმარტებით, პროექტი გულისხმობს ქედაში მცხოვრებ მეწარმეებისთვის როგორც მომსახურეობის ციფრულ სამყაროში გადაყვანის ხელშეწყობას, ისე მათი  ციფრული კომპეტენციების განვითარებასა და  სპეციალური შეთავაზებების მომზადებაში ხელშეწყობას, რაც პროექტში ჩართულ პირებს დაეხმარებათ დამატებითი შემოსავლის მიღებაში:

„სოციალურ ქსელში შევქმენით გვერდი „შინაურულად“ _ https://www.facebook.com/shinaurulad/, უკვე მუშაობის პროცესშია ვებგვერდიც, რომელიც ჩვენი ბენეფიციარებისთვის კარგი საშუალება იქნება, თავი მოუყარონ თავიანთ სერვისებს, შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია განათავსონ და ონლაინ პლატფორმის გამოყენებით, შესთავაზონ მომხმარებლებს. პროექტს, ამჟამად, 25 ბენეფიციარი ყავს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები არიან, აქვთ გესთჰაუსები ან სასტუმროები. მიზანი სოფლის ტურიზმის დიჯიტალიზაცია, რომ ბენეფიციარებს დავეხმაროთ ციფრული უნარებისა და კომპეტენციის განვითარებაში. დღეს, პროექტში ჩართული ადამიანები იღებენ პრაქტიკულ დავალებებს, რომლებსაც ონლაინ რეჟიმში ახორციელებენ. ისინი სწავლობენ, თუ როგორ დაამუშაონ შეთავაზება, სწავლობენ ციფრულ სთორითელინგს. მაგალითად, ერთად შევქმენით ანიმაციური პერსონაჟი, რომელიც წარმოშობით გერმანელია, საქართველოში აუტოსტოპით მოგზაურობს და იმ შეთავაზებებზე ყვება, რასაც ტურიზმის სექტორი მომხმარებლებს სთავაზობს“.

საიტი მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისს შესთავაზებს. ქედას ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეეძლებათ, დარეგისტრირდნენ საიტზე და განათავსონ ისეთი ეგზოტიკური მომსახურებები და აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად _ ყველის ამოყვანა, ტრადიციული კერძების მომზადებაში მონაწილეობა, ყურძნის დაწურვა, მწყემსებთან ერთად მთაში წასვლა, თიხაზე მუშაობა და სხვა მსგავს საინტერესო ღონისძიებაში ჩართვა, რაც ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს; პროექტის ფარგლებში შექმნილი ანიმაციური პერსონაჟები კი, ამ მომსახურებების  შესახებ მოუყვებიან მომხმარებლებს, თუ რა მოეწონათ კერძების მომზადების პროცესში, როგორი თავგადასავალი იყო მათთვის ტურებში მონაწილეობა და ასე შემდეგ.

მესამე პროექტი, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერილ კონკურსში გაიმარჯვა, ორგანიზაციის „ნაბიჯი წარმატებისკენ“ მიერ ხორციელდება.  

პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა, განთლება და გაძლიერება“ მიზანს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი, მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და ხელშეწყობა წარმოადგენს. აქტივობები მიმართულია როგორც პიროვნული, ისე პროფესიული უნარების განვითარებაში. პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების  მისაღებად, უტარდებათ დისტანციური ტრენინგების ციკლი სხვადასხვა აქტიურ თემატიკაზე.

პროექტის სამიზნე აუდიტორიას 14-18 და 18-25 წლამდე ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებიც 8 კვირის განმავლობაში zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში. მიიღებენ ინფორმაციას ადამიანის ძირითადი უფლებების, ლიდერობისა და კომუნიკაციის შესახებ, ასევე, ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა _ მოხალისეობა და ახალგაზრდული შესაძლებლობები, რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შედგენის მეთოდიკა/გასაუბრების ტექნიკა,  პროექტის წერის უნარ-ჩვევები, სოციალური მედიის მნიშვნელობა/კომპიუტერული უნარ-ჩვევები, კიბერუსაფრთხოება და კიბერდანაშაული, დემოკრატია და სახელმწიფო მოწყობა. სამივე გამარჯვებული პროექტი საბოლოო შედეგებსა და მიღწევებს 2020 წლის ივლისში შეაჯამებს.

სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.

სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

ავტორი: თამარ კურატიშვილი

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10 სექტემბერი, 2026

ლიბერთი და საქართველოს წითელი ჯვარი ხანდაზმულების დასახმარებლად (R)

ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო