https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გაპარტახებული სპორტდარბაზი, ჩამონგრეული კედლებით და ფარღალალა სახურავით

14:01; 25.01.2018
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მანუჩარ კვირკველიას სახელობის ჭიდაობის კლუბი, რომელიც ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრს ექვემდებარება, თავის რიგებში 250-მდე საშუალო და უფროსი ასაკის მოჭიდავეს აერთიანებს. საქვეყნოდ ცნობილია აქ აღზრდილთა სახელები სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზობებზე. დღეს აქ არა ერთი ოზურგეთელი ახალგაზრდა ვარჯიშობს, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრია და ამავე დროს უცხოეთის ქვეყნის პირველ თუ უმაღლეს ლიგაში მოღვაწეობს.

“გურია ნიუსი” ერთი წლის წინ წერდა ამ თემაზე, თუმცა, მას შემდეგ ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა მდგომარეობა, მძიმეა ელემენტარული ყოფითი პირობები.

“დავიწყოთ იქიდან, რომ დარბაზი არასტანდარტულია და ასეთ სივრცეში რომ საჭიდაო არენა მზადდებოდა, თავიდანვე უნდა ეფიქრათ უმჯობეს ვარიანტზე. დარბაზის ოთხივე მხარეს კედლები მთლიანად დალეწილი და შენგრეულია. გათბობა, უბრალოდ, არ არსებობს. ამაზე, თავის დროზე, არავის უფიქრია.

სახურავიდან კი, წვიმიან ამინდში ისე ჩამოდის წყალი, თავი ღია ცის ქვეშ გეგონება, არაა საკმარისი ლეიბები”, _ ამბობენ სპორტსმენები.

სპორტსკოლის შესასვლელშივე, მოუწესრიგებელი ტუალეტის გამო, ფეკალიების სუნი დგას. ამ ყოველმხრივ მოუწესრიგებელ გარემოში, სპორტსმენების თქმით, ერთადერთი ბედნიერება თბილი წყალია, რომ ვარჯიშის შემდეგ გადაივლონ. თუმცა, ერთადერთია შხაპიც, რომლის ქვეშ მოსახვედრად რიგში უნდა დადგნენ.

სპორტსმენთა კითხვები _ რატომ არის დღემდე ასეთი მდგომარეობა იმ სპორტულ დაწესებულებაში, სადაც ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია გაიზარდა; დიდი ხნით ადრე, ფეხი აიდგა კიდევ ერთმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვახტანგ ბლაგიძემ; როცა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სულ ხუთი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს საქართველოს და ორი ოზურგეთელია, დღემდე უპასუხოდაა.

რა ხდება და როგორ გადიან წვრთნას დღეს აქ სპორტსმენები, ვინ არიან ისინი და რა წარმატებები აქვთ?

სპორტული კლუბი, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონის მანუჩარ კვირკველიას სახელობისაა, დააფუძნა ღვაწლმოსილმა მწვრთნელმა, იშვიათმა პროფესიონალმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც, იმავე რაოდენობის ხელფასს იღებს, რასაც 2008 წელს იღებდა, _ 600 ლარს. მისი და კიდევ არა ერთი თავდადებული მწვრთნელის შრომის შედეგია, რომ 35-წლიანი სტაჟის მქონე მწვრთნელს, თავისი მოღვაწეობის მანძილზე, უამრავი წარმატების ჩამოთვლა შეუძლია. ახლახან, საქართველოს ჩემპიონატზე გუნდური მეორე ადგილი, აჭარის რეგიონის შემდეგ, ამ კლუბის მოჭიდავეებმა დაიკავეს, ხოლო რაიონებს შორის პირველ ადგილზე გავიდნენ.

_ აქ ჩემპიონები მაინც იზრდებიან, რადგან გვამოძრავებს და გვასაზრდოებს უდიდესი შრომისმოყვარეობა, ფანატიზმამდე მისული სპორტული ჟინი და სახელოვანი ტრადიცია. მთლად უყურადღებოდ ვიყავითო, არავინ ამბობს და ვერც იტყვის, მაგრამ ეს ნამდვილად არაა საკმარისი იმისთვის, რომ კიდევ გავზარდოთ ჩემპიონები. ჩვენთან არსებობს უდიდესი პოტენციალი. ამიტომ, იდეალური თუ არა, საშუალო, ნორმალური პირობები მაინც უნდა შევუქმნათ სპორტსმენებს, მწვრთნელებს. ზოგიერთი მათგანის ხელფასი 200 ლარს არ აღემატება, _ გვითხრა გურამ მაჭარაშვილმა.

აქვე ვიგებთ, რომ მწვრთნელ კახა აბაშიძეს, რომელიც უკვე რვა წელია სპორტსმენებს ავარჯიშებს და ევროპის ჩემპიონატის მონაწილეც ჰყავდა, მხოლოდ 250 ლარი აქვს ხელფასი.

“გურია ნიუსი” ესაუბრა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ხაზით გერმანიის პირველ ლიგაში მოასპარეზე გურულ მოჭიდავეებს.

შოთა ღლონტი, 21 წლის, საქართველოს ნაკრების წევრი: “აქ ავიდგი ფეხი. მადლიერი ვარ, თუმცა, პირობები რომ არ გვაქვს, ხედავთ. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ვარ, გერმანიაში სექტემბერში წავედი ხელშეკრულების საფუძველზე. ქალაქ ზულგენში სამი თვე ვიყავი, პირველ ლიგაში ვჭიდაობდი. გამოვდიოდით მხოლოდ გუნდურ ჩემპიონატებზე. ანაზღაურებაც კარგი მქონდა. 15 შეხვედრიდან ყველა მოიგო ჩვენმა გუნდმა. მომავალ სექტემბერში ისევ წავალ _ ასეთია ხელშეკრულების პრინციპი”.

ზურაბ მაჭარაშვილი, 28 წლის, საქართველოს ნაკრების წევრი: “ამ სკოლაში დავიწყე ჭიდაობა. მიყვარს აქაურობა. პირობები ნამდვილად არაა სახარბიელო. ხშირად ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სპორტსმენებმა დალეწეს. მუყაო-თაბაშირის კედლები გამძლეობით არ გამოირჩევა. სპორტსმენი, უნდა თუ არა, კედელს მიენარცხება, ან ფეხი მოხვდება. ჭერიდან რომ თქრიალით ჩამოდის წვიმის წყალი, ზემოთაც ვირბინეთ და სახურავი დავლეწეთ?!

რაც შეეხება ჩემს სპორტულ კარიერას, ნაკრების წევრი ვარ 17 წლიდან. გერმანიაში პირველად 2009 წელს წავედი, ქალაქ ტრიბერგში. თავიდან _ მესამე ლიგის, შემდეგ _ მეორის, ახლა კი პირველი ლიგის გუნდში გამოვდივარ. გერმანიის შიდა საკლუბო შეჯიბრებებში სულ საპრიზო ადგილებზე გავდივართ. მალე ისევ წავალ. ახლა აქ ვვარჯიშობ. გერმანიაში შესანიშნავი პირობებია სავარჯიშო დარბაზებში. მესამედი პირობები რომ იყოს აქ, მეტი ჩემპიონი გვეყოლება. ჩვენი სურვილია, მეტი ყურადღება მოგვაქციონ და არც ჩვენ დავიშურებთ ძალ-ღონეს, რომ ქვეყანა ვასახელოთ”.

გერმანიაში, უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს ოზურგეთის საჭიდაო კლუბის წევრი ლევან ქავჟარაძე, რომელიც ამ მომენტისთვის ადგილზე არ იყო.

უამრავ კითხვაზე, რომელიც არასტანდარტული, გაპარტახებული სპორტული დარბაზის ირგვლივ ჩნდება,  სადაც რემონტი 2012 წლამდე ჩატარდა, სრულყოფილ პასუხს ვერავინ გვაძლევს _ ა(ა)იპ “სპორტის განვითარების ცენტრის” ყოფილი დირექტორი გოჩა კვანტალიანი უკვე გათავისუფლებულია აღნიშნული თანამდებობიდან. მისი ნაცვლად კი ჯერ არავინ დანიშნულა, რადგან არჩევნების შემდეგ ოზურგეთში გაჭიანურდა სამსახურებში დანიშვნის საკითხი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ოსიკო თოთიბაძის პასუხი ამ თემაზე ზოგადი ხასიათისაა _ მან “გურია ნიუსთან” ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების დაინტერესება სპორტის სხვადასხვა მიმართულებით ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია სპორტის განვითარების პროგრამით გეგმავს ოზურგეთში არსებული სასპორტო სკოლების საჭიროებების შესწავლას და ინფრასტრუქტურის მოწყობას, რადგან სავარჯიშო პირობები და შესაბამისი გარემო სპორტსმენების წარმატების მთავარი წინაპირობაა”.

“გურია ნიუსი” ოზურგეთის მანუჩარ კვირკველიას სახელობის ჭიდაობის კლუბის საკითხს კვლავ მიუბრუნდება.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა 5 მილიონი ლარით გაიზარდა

ხანგრძლივი "ღრმა" კოცნა

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო