გურიაში ხუთმა არასრულწლოვანმა მაღაზია გაქურდა. შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმიდაში მოხდა. ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა მაღაზიიდან გამოსვლის დროს გატეხილ მინაზე ფეხი გაიჭრა.
ქურდობის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.
როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ წყალწმინდაში კახა თედორაძემ გვითხრა, მაღაზიის გაქურდვის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ არასრულწლოვნების დაკავება სხვა სოფელში მოხდა.
































































